ეკატერინე ტიკარაძე "ქრონიკაში"
დღეს კლინიკების ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრა. მნიშვნელოვანია არსებული საწოლფონდის სწორი მართვა, იმისათვის, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ვისაც ესაჭიროება ექიმის გადაწყვეტილებით კლინიკის სერვისის მიღება და სამედიცინო მომსახურების მიღება, აუცილებლად უნდა მიიღოს შეუფერხებელი სერვისი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველა იმ მოქალაქემ, რომელზეც არსებობს მითითება ექიმების მხრიდან არსებული პროტოკოლებით, რომელიც შედგენილია ჯანდაცვის სამინისტროს არსებული კლინიკური ჯგუფის მხრიდან, შესაძლებელია მიიღოს ექიმის მომსახურება ბინაზე და სასტურმოებში. იმ პაციენტისთვის, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება ინტენსიური სარეანიმაციო საწოლი, იქნება გამოთავისუფლებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.