დავით ზალკალიანმა და დავით ბაქრაძემ მოგვიანებით მედიასთან განხილულ საკითხებზე ისაუბრეს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკაში საქართველოს ელჩი. დავით ზალკალიანმა და დავით ბაქრაძემ მოგვიანებით მედიასთან განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა არჩევნებსა და ოპოზიციის პროტესტზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არ ყოფილა, არჩევნები კი შიდა პროცესია. მისივე თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური.