ჰუბერტ ქნირშის და დიეგო კოლასის განცხადება
დიალოგის შესაძლებლობას მიესალმება გერმანიის ელჩი. ჰუბერტ ქნირში მზადყოფნას აცხადებს, პროცესს ხელი შეუწყოს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.
დიალოგის უალტერნატივობაზე საუბრობს საფრანგეთის ელჩიც. დიეგო კოლასი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დემოკრატია საქართველოს განვითარების გასაღებია.