თამარ ჟვანია გადაცემაში "არენა"
არასწორია, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს ადარებენ, რადგან ერთი ბიულეტენის პირობებში არჩევნების შედეგების დათვლა ბევრად მარტივია, - ამის შსახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მან განმარტება გააკეთა არჩევნების პირველდი შედეგების გამოცხადებამდე, საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟვანიას კითხვით მიმართეს, განმარტებები ამ საკითხზე ადრე რომ მოესმინათ, ხომ არ დააცხრობდა ეს საზოგადოებში შექმნილ აჟიოტაჟს. ჟვანიას თქმით, ცესკო ინფორმაციას არჩევნების დღეს 24 საათინ რეჟიმში გასცემდა. „ჩემი პირველი განცხადებაც სწორედ შედეგების საკითხს უკავშირდებოდა, როდესაც 7,5 საათში მოხდა პირველადი შედეგების გამოცხადება და ეს არ იყო ძლიან ამოვარდნილი იგივე წინა, უახლესი პრაქტიკიდან, როდესაც 2017 წელს 7 საათში მოხდა წინასწარი შედეგების გამოცხადება. თუნდაც 2012 წელს, რომელიც მაღალი მონაწილეობისა და გარკვეულწილად რთული არჩევნები იყო, მაშინ წინასწარი შედეგების გამოცხადება 8 საათში მოხდა“, - განაცხადა ჟვანიამ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არასწორია, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებს ადარებენ, რადგან ერთი ბიულეტენის პირობებში არჩევნების შედეგების დათვლა ბევრად მარტივია. „განმარტება მე იმ ღამესვე გავაკეთე, როდესაც გვყავს 50 საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მანამდე არასდროს არ ყოფილა, მათი ხმების ცალ-ცალკე დათვლასა და ოქმებში ასახვას, ვინც არჩევნები იცის, ისედაც დიდი დრო დასჭირდებოდა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა კარგი ახსნა სჭირდება ამომრჩველს და ეს ჩვვენ გავაჟღერეთ და ავუხსენით, რომ ამას ჰქონდა ლოგიკური და ობიექტური მიზეზები“, - განაცხადა ჟვანიამ.