ვატო ყიფიანი "დღის ქრონიკაში"
ჩვენ პოლიტიკურად მზარდი ერი ვართ, მაგრამ სრული პოლიტიკური სიმწიფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის გარკვეულმა ნაწილმა ისწავლოს დოკუმენტების წაკითხვა, მათი შინაარსის პატიოსნად მიტანა, როგორც საკუთარ ასევე სხვის ამომრჩევლამდე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ჯეოქეისის“ დამფუძნებლის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაში საუბარი 3 ძირითად ასპექტზეა. პირველი ასპექტი ის არის, რაც დამკვირვებლებს არ მოსწონთ. კერძოდ, მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ საარჩევნო რეფორმის პრობლემატიკას განაპირობებს. ანალიტიკოსის თქმით, მათი დადებითი შეფასება კი შემდეგმა ასპექტებმა დაიმსახურა: „3 პრინციპული ელემენტი, რაც ყველა დოკუმენტს კრავს, არის შემდეგი. არჩევნები შეფასებული არის, როგორც კონკურენტუნარიანი გარემოს მატარებელი, ეს არსებითია. მეორე ელემენტი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ძალიან მიკვირს, რომ დღეს ორიოდე პოლიტიკური ლიდერის მხრიდან მე მოვისმინე შეფასება, თითქოსდა დოკუმენტებში ეს შეფასება არ არის გატარებული. ეს არის სწორედ იმ დეფიციტის შედეგი, რაზეც მე დასაწყისში ვთქვი, რომ დოკუმენტები მოითხოვს მათზე პატიოსან მუშაობას და პატიოსან ინტერპრეტაციას. და მესამე და მთავარი, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიესალმება მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტთან მუშაობას“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. ანალიტიკოსის თქმით, ანგარიშებში აღნიშნული მესამე ასპექტს კი რეკომენდაციებია. კერძოდ, იმ რეფორმების ბოლომდე მიყვანა, რომლებმაც საარჩევნო გარემო უნდა გააჯანსაღონ და სტანდარტების ზრდა.