ოპოზიცია პარლამენტში არ შედის
ამომრჩევლის ნების, ცესკოს მონაცემების და საერთაშორისო შეფასების წინააღმდეგ. ოპოზიციამ ბოიკოტის და ქუჩის გზა აირჩია. უარი მანდატებზე და ხელისუფლებასთან ოპონირებაზე - სად ხედავს პოლიტიკურ მომავალს პარლამენტს გარეთ საკუთარი ნებით დარჩენილი ოპოზიციური სპექტრი. გეგმა ბუნდოვანია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათი გადაწყვეტილება ხალხის ნებას გამოხატავს, თუმცა ამომრჩეველმა საკუთარი ნება 31 ოქტომბერს გამოხატა, რაც თითოეული სუბიექტის პროცენტულ მაჩვენებელში აისახა. წინ მეორე ტურია, მმართველი პარტია ამ ბრძოლისთვის უკვე ემზადება და იმედს იტოვებს, რომ ოპონენტები დღევანდელ პოზიციას გადახედავენ

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები