ვინ არის ირაკლი კვარაცხელია რომელიც "მთავარ არხზე" თავდამსხმელის მოთხოვნებს აჟღერებდა
ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის მოთხოვნები „მთავარი არხის“ ეთერში გააჟღერა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მისმა ჩართვამ შემთხვევის ადგილზე შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „ეს ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირი ეთერით გახლავთ ირაკლი კვარაცხელია, რომელიც 4 დღის წინ იყო მოსული პროვოკაციისთვის. სააკაშვილთან ერთად არის ეს ადამიანი, რომელიც მე მიმტკიცებდა, რომ მეგიზ ქარდავასთან და ძველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახალი თაობა ვართ „ნაცმოძრაობისო“ და ფაქტია, რომ სააკაშვილის ფანი და ფაქტია ის, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.