რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ნოღაიდელის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას ოპოზიციის მხრიდან
რა წერია ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. გამოკითხვის ოქმი , რომელიც რეზონანსული საქმის მასალებშია, ქრონიკამ მოიპოვა. ოქმში ზურაბ ნოღაიდელი დეტალურად იხსნებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრის სტატუსით ესწრებოდა და სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ დავით-გარეჯი იყო. როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები, საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს, მათ შორის არც უშიშროების საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს, არ გაუხდია.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები