"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება
შალვა ნათელაშვილი სააკაშვილს მოუწოდებს თავი დაანებოს თანამდებობაზე ოცნებას. ის ორი ვადით უკვე იყო პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობა დამთავრდა ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვით, ეს ნათელაშვილის სიტყვებია და ამ სიტყვების ადრესატი მიხელ სააკაშვილია. თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილზე: „ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი რუსთაველზე, იმიტომ ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, რომ მიმაჩნდა, პრეზიდენტს, რომელმაც ომი წააგო, უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია. ვთვლი, რომ სააკაშვილი არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ვამბობ, თუ ოპოზიციურ ერთობას კანდიდატად ეყოლება სააკაშვილი, ის ჩემს ხმას ვერასოდეს მიიღებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები