დაპირისპირება მოხდა ბოლნისში - პოლიტიკური ოპონენტები თავდასხმაზე საუბრობენ
ქართული ოცების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მისი მხარდამჭერები ყვებიან, რომ გუშინ საღამოს მმართველი გუნდის აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში სააგიტაციო პლაკატებს აკრავდნენ, თავს დაესხა ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. ჩხუბის დროს გამოიყენეს ხელკეტები.