საქართველოში კორონავირუსის 158 შემთხვევა გამოვლინდა - როგორია დადასტურებული შემთხვევების გადანაწილება ქალაქების მიხედვით
საქართველოში ბოლო 24 საათში უხილავი ვირუსი უპრეცედენტოდ ბევრ ადამიანის დაუდგინდა. ქვეყანას ერთ დღეში 158 კოვიდ ინფიცირებული ჰყავს. გუშინდელთან შედარებით, დღევანდელი მონაცემები თითქმის გაორმაგდა. კლინიკებიდან მხოლოდ 9 პაციენტი გაწერეს. 12 სექტემბრის ეპიდ სტატისტიკა ასეთია: 2075 დადასტურებული შემთხვევა , 1363 განკურნებული პაციენტი.