ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 2 მცირეწლოვანი მოქალაქე ჩამოიყვანეს
ისინი, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ორივეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ინფექციურ საავასდმყოფოში გრიპის სიმპტომებით შეიყვანეს საქართველოს ერთი მოქალაქე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ჩინეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ამ საკითხზე კლინიკის გენერალურმა დირექტორმა სულ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. როგორია ბოლო მონაცემები - აქვთ თუ არა გუდაურიდან ჩამოყვანილ პაციენტებს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და როდის შესაძლოა გვქონდეს კვლევის საბოლოო შედეგი.