რატომ ემალება "ქრონიკას" ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ლევან იზორიას ძმის ვიდეო ერთ კონკრეტულ არხს მიაწოდა
ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მედიით გავრცელებულ 2014 წელს გადაღებულ კადრებში სახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და ის, თუ როგორ ემუქრება მინისტრის ძმა სამართალდამცველს. დედის ინფორმაციით, ვახტანგ იზორიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დრომდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობს. პროკურატურა კი იუწყება, რომ მომხდარის მოკვლევა ყოფილი პოლიციელის, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, გასული წლის შვიდ ნოემბერს დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზაც. რატომ ემალება "ქრონიკას" ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ლევან იზორიას ძმის ვიდეო ერთ კონკრეტულ არხს მიაწოდა. გიორგი დვალიშვილი ვახტანგ იზორიას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და 2014 წელს გადაღებულ მასალას 5 წლის შემდეგ კონკეტული მედიასაშუალებით ავრცელებს. კადრებში იზორიას დაკავება და მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფა და მუქარა ჩანს. ირკვევა, რომ იზორიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მომხდარის ძიება კი ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.

სიუჟეტის ავტორი: შორენა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები