ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვრდრებს განაგრძობს
საქართველოს პარლამენტის თავჯომარის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ, ევრონესტის ვიცე- პრეზიდენტს შეხვდნენ განხილვის მთავარი თემებია, ევროკავშირსა და საქართევლოს შორის თანამშრომლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კრისტიან ტერესის თქმით, ევროპარლამენტი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, მათთვის მიუღებელია ის, რაც ხდება და აუცილებელია, რომ რუსეთმა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და დაიწყოს დეოკუპაცია ტერესისთვის დასანანია და სამწუხააროა ის განცხადებები, რაც მან მოისმინა ევროპარლამენტარების მხრიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან მისი აზრით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, საქართველო არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ქულების დასაწერად და ბრძოლის ველად არ უნდა აქციონ პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი პროგრესი აქვს და ამას ყველა აღიარებს კრისტიან ტერესი: თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი, იბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო და უფრო ძლიერი კახა კუჭავას განცხადებით, მთელი ამ დარჩენილი კვირის განმავლობაში, ამ დროს გამოიყენებენ იმისთვის, რომ შეხვდნენ ევროპარლამენტარებს და ეს კონტაქტი იყოს მუდმივი და მოხდეს ინფორმაციის გაცვლა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც კითხვები არსებობს კახა კუჭავამ განაცხადა, რომ გუშნდელმა ფორმატმა მას არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა ევროპარლამენტარებისთვის, რადგან მას მხოლოდ 2 წუთი ჰქონდა სასაუბროდ და ეს არ იყო საკმარისი კახა კუჭავას მიზანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეხვდეს კოლეგებს, ვისაც გუშინდელ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდა