ტელეკომპანია "იმედი" კვლავ მედია ბაზრის ლიდერია - NDI-ის კვლევის შედეგები
მას მოსახელობის 30% ენდობა და პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სწორედ ტელეკომპანია “იმედისგან” იღებს. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარადგინა. კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პოლიტიკურ ლიდერების საქმინობის მიხედვით, ჩამონათვალში პირველ ადგილზე კახი კალაძეა. გამოკითხულთა უმრავლესობა 31% სახელმწიფო ლიდერებიდან დადებითად სწორედ კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი, სალომე ზურაბიშვილისას. რეიტინგებში მეორე ადგილზე პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიაა, მესამეზე კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. კახი კალაძე მოხვდა იმ პოლიტიკოსებს შორისაც, ვის მიმართაც ამომრჩეველს დადებითი დამოკიდებულება აქვს. მას ამ ნაწილში 34% აქვს. იდენტური მაჩვენებელი აქვს დავით ბაქრაძეს. 29% კი შალვა ნათელაშვილს, 20% ალეკო ელისაშვილს. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 20 პროცენტი "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალურ მოძრაობას" 13% "ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს" 8% , "ლეიბორისტულ პარტიას" 5% აქვს, "პატრიოტთა ალიანსს" 4%. შეკითხვაზე არ უპასუხა 14%-მა და ამდენივე ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. გამოკითხვისას, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში ჩატარდა, გაირკვა, როგორ აფასებს მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ყველაზე მაღალი ნდობა საქართველოს ჯარს აქვს. გამოკითხულთა 44პროცენტი ჯარის საქმიანობას კარგად აფასებს, 8% ძალიან კარგად, 9% კი უარყოფითად. ამავე რეიტინგში მეორე ადგილზე 37%-ით საქართველოს ეკლესია და საქართველოს პოლიციაა. ეკლესიას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 10 პროცენტი, პოლიციას კი 15%. “ენ-დი-აიმ” კვლევა ჩაატარა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით და 2 180 ადამიანი გამოკითხა. და როგორ აფასებენ ენდიაის მორიგ კვლევას პოლიტიკოსები და სოციოლოგები?