ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა ტყვეობაში დატოვეს
დღევანდელ პროცესზე ადვოკატი, ექიმის გათავისუფლებას არ გამორიცხავდა. ერთი თვის განმავლობაში ქართულმა მხარემ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა ამ თემაზე სასაუბროდ. ეს იყო ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდზე. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ექიმი მალე გათავისუფლდებოდა. ცნობილი ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 დეკემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წითელმა ჯვარმა მისი მონახულება ორჯერ მოახერხა. საქართველოს ხელისუფლების, პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხდევად, ოკუპანტებმა ექიმი არ გაათავისუფლეს.

სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები