ნარიმან მაქარაშვილის ე.წ. მრევლი „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა
ფანატიზმი და ექსტრემიზმი ღმერთის სახელით და ნარიმან მაქარაშვილი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს. საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2016 წელს განმარტა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის 20 წელია შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება. თუმცა ე.წ. მრევლი მაინც აქტიურია. სოციალური ქსელით ხშირად ვრცელდება ვიდეოები, მაგალითად იმის შესახებ როგორ უმღერეს ნარიმანს მომხრეებმა მაღაზიაში, რამდენიმე დღის წინ კი გრადიოზულად აღნიშნეს მისი დაბადების დღე მანათობელი გულებით და ფოიერვერკებით. ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი რეპორტაჟის მოსამზადებლად მივიდა. იქ მყოფი ხალხი ჟურნალისტებსა და ოპერატორს აგრესიით დახვდნენ, არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები