რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ
რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს კონსულტაციები. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.
