ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მწვავედ გააკრიტიკა ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მწვავედ გააკრიტიკა ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მიშელმა თქვა რომ ის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს. მისი თქმით ევროკომისიაში ენერგია ზედაპირული საკითხების განხილვას ხმარდება, მაშინ როცა ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშეა. მიშელი მიიჩნევს, რომ ევროპას ამბიციური მიდგომები აკლია და ასეთი ნაბიჯების გარეშე ევროკავშირი გლობალურ პროცესებში საკუთარ როლს კარგავს.
