გინება, შეურაცხყოფა და ერთმანეთის მხილება - გრძელდება ოპოზიციის დაპირისპირებული კამპანია
გინება, შეურაცხყოფა და ერთმანეთის მხილება - გრძელდება ოპოზიციის დაპირისპირებული კამპანია. ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს ამორალურს უწოდებს და ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს. გვარამიას თქმით, მოუგონეს ნიკა გილაურის და 40 მილიონის ამბავი და წერს, რომ პარტია „გირჩი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კოორდინირებულად მოქმედებედნენ. სააკაშვილი კი გილაურის პოლიტიკურ ველზე გამოყვანას ცდილობდა და მასთან ხალხს აგზავნიდა, სადაც თვითონაც იმყოფებოდა. ნიკა გვარამია წერს არჩევნებზე მიღებულ ხმებზეც, რომ კოალიაციამ ნაცმოძრაობას აჯობა, რითაც ერთგვარად შედეგებს აღიარებს. ყოფილი თანაგუნდელის თავის მართლებას, Facebook-შივე პასუხობს ანა წითლიძე. ის გვარამიას სიცრუეში ამხლეს და მოწუოდებს დაასახელოს ადამიანი, ვინც გილაურთან მიიყვანა. მანამდე სხვა პოსტში კი წითლიძემ გვარამიას ურჩია ზურგს უკან ნუ ლანძღავს და სათქმელი პირისპირ, საჯაროდ უთხრას.
