თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს
თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში ჩავიდნენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ადგილზე მუშაობენ. თელავის ხევი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, აბონენტების ნაწილს მიეწოდება, გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.
