იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ ორგანიზაციის უმაღლესი პატრონაჟი მიენიჭა
იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ ორგანიზაციის უმაღლესი პატრონაჟი მიენიჭა. იუნესკოს ოფიციალურ წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბათუმის ფესტივალის მიზნები სრულად ემთხვევა ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, კულტურულ მრავალფეროვნებასა და მუსიკის საშუალებით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ნიჭის მხარდაჭერასა და მუსიკალური განათლების ხელშეწყობას, კულტურის ხელმისაწვდომობას, მათ შორის, თანამედროვე ციფრულ გარემოში.
