თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს. ღონისძიებას ჯანდაცვის მისტრი, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
