„1 700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს" - ასეთია წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სლოგანი
„1 700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს" - ასეთია წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სლოგანი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს უკავშირდება. მასშტაბური ღონისძიებებისთვის, თბილისსა და რეგიონებში აქტიური სამზადისია. სპეციალური სივრცეები დედაქალაქთან ერთად 20 ქალაქში მოეწყობა, დიდ ქალაქებში სტუმრებს სამინისტროები უმასპინძლებენ, 600-მდე წვევამდელი ფიცს, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებს, მათ შორის წელს პირველად სნოში ილია მეორის მშობლიურ სოფელში.
