ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დაათვალიერა. შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
