ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა
ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მასპინძლების ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და 69-ე წუთზე გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი საგოლე პასი შეასრულა. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში, 29 შეხვედრაში 14 გოლი და 5 საგოლე პასია.
