გადაცემა „იმედი ლაივში“ მამუკა მდინარაძემ ჯაშუშობაში მხილებულთა საქმეზე ილაპარაკა
გადაცემა „იმედი ლაივში“ მამუკა მდინარაძემ ჯაშუშობაში მხილებულთა საქმეზე ილაპარაკა. მან არ დაასახელა, კონკრეტულად, რომელი ქვეყნის ჯაშუში დააკავეს, თუმცა მისახვედრი იყო მისი მინიშნება ოკუპანტ ქვეყანაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება კიდევ ორ ადამიანს, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
