www.imedi.ge
კახა კუჭავა: ვაფასებთ ხავიერ კოლომინას მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
პოლიტიკა

კახა კუჭვა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კახა კუჭავამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრ შეაფასა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„სასიამოვნო იყო ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა და მივესალმები მის დანიშვნას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ძალიან ვაფასებთ მის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერს კუჭავა.
— Kakha Kuchava (@kkuchava) October 19, 2021
ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.





