დღევანდელმა დღემ რუსთაველის გამზირზე ინციდენტების გარეშე არ ჩაიარა
დღევანდელმა დღემ რუსთაველის გამზირზე ინციდენტების გარეშე არ ჩაიარა. გარკვეულ შემთხვევებში საჭირო გახდა პოლიციის ჩართვაც. სამართალდამცველებმა ადგილიდან გაიყვანეს ადამიანები, რომლებიც პროვოკაციებს აწყობდნენ, შეურაცხყოფის სამიზნე გახდა „იმედის“ გადამღები ჯგუფიც. ცხრა აპრილის მემორიალთან შეკრებილი ადამიანები დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე მადლიერებისა და პატივისცემის გამოსახატავად მივიდნენ. მემორიალთან მისულ ადამიანებს მიუთითებდნენ, რომ კონკრეტული მედიებისთვის ინტერვიუ არ მიეცათ
