პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
