ეკონომისტი წერს, რომ ევროპას ნატოში ამერიკის დარჩენის იმედი აღარ აქვს
ეკონომისტი წერს, რომ ევროპას ნატოში ამერიკის დარჩენის იმედი აღარ აქვს, მოკავშირეებს შორის უთანხმოება იმდენად შორსაა წასული, რომ ევროპელი პარტნიორების ქმედებები ვეღარ შეცვლიან დონალდ ტრამპის პოზიციას ალიანსთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ ნატოს წევრები ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციისას გვერდით არ დაუდგნენ. ეკონომისტის ცნობით, ნატოსთვის ყველაზე დიდი კრიზისის პერიოდში, ევროპა ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გაძლიერების ზომებს განიხილავს.
