ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რამდენადაც ნატოს წევრი ქვეყნები მას ირანთან მიმართებით გვერდში არ დაუდგნენ, დიდ ძალასთან დაპირისპირების შემთხვევაში, ალიანსის იმედი აღარ აქვს. დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მას ამ დიდ ძალასთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვს ვიდრე ნატოსთან. თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სახელმწიფოზე მიანიშნებდა.
