სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს. „ვფიქრობთ, შეხვედრები მიმდინარე კვირას გაიმართება. რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს“ - აღნიშნა უიტკოფმა
