აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში, საქართველოს საელჩოს ეწვია და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში, საქართველოს საელჩოს ეწვია და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა მისი უწმინდესობის ილია მეორის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში
