სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია
სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება. გეოლოგები მუშაობენ დასკვნის პირველად ვერსიაზე, რაც მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. სტიქიის ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში. 12 მარტს ჩამოშლილი მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო 45 ოჯახი ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა
