უნგრეთის პრემიერი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
უნგრეთის პრემიერი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. განცხადება ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის მხარდაჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. კიევი მან უნგრეთში ეკონომიკური ქაოსისა და ენერგეტიკული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, მიზნად არჩევნებში პარტია „ფიდეს“ დამარცხებას ისახავს.
