შტორმ „ნილსით“ გამოწვეული წყალდიდობის გამო საფრანგეთის ლოტ-ი-გარონის რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული
შტორმ „ნილსით“ გამოწვეული წყალდიდობის გამო საფრანგეთის ლოტ-ი-გარონის რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლითაა დაფარული დასახლებული პუნქტები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახელობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგანაც წყლის დონე მატებას განაგრძობს.
