რეფორმა ზოგად და უმაღლეს განათლებაში
რეფორმა ზოგად და უმაღლეს განათლებაში. ცვლილებები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. საგნების სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთი სახელმძღვანელოთი მოხდება. ეს ვალდებულება გავრცელდება კერძო სკოლებზეც. სრული ზოგადი განათლება 11 წელს მოიცავს, მე-12 კლასს კი მოსწავლე ნებაყოფლობით წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით აირჩევს. სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმაც. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. გაერთიანდება საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
