ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები გაიმართა. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი კომისიის გადადგომა სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა. „პატრიოტები ევროპისთვის“, „ევროპელი კონსერვატორები“ და რეფორმისტები, ასევე „სუვერენულ ერთა ევროპა“ ევროკომისიის პრეზიდენტს, მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების გამო, ევროპელი ფერმერების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრასა და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ. ფონ დერ ლაიენი დებატებს არ დაესწრო.
