საქართველოს რაგბის კავშირი 2026 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება
საქართველოს რაგბის კავშირი 2026 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ ანრი ბრონკანი იქნება, რომელიც გუნდს ოფიციალურად 2026 წლის ზაფხულში შეუერთდება. 50 წლის ბრონკანს მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ის როგორც პრო დე ორში, ისე ფრანგულ ელიტაში მუშაობდა. 2022 წელს მან „კასტრი“ ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა, ხოლო 2023 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების შტაბში იყო. ამჟამად ბრონკანი „ბრივის“ მთავარი მწვრთნელია. იანვრიდან კი ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ სამწვრთნელო პროცესს ბრონკანის იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს. ბორტოლამი იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანია და სამწვრთნელო კარიერა „ტრევიზო ბენეტონში“ დაიწყო, მოგვიანებით კი ინგლისის „სეილ შარქსს“ წვრთნიდა
