ITB China - საქართველო 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
ITB China - საქართველო 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ცნობადობა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც. სამოგზაურო სექტორის განვითარების შესახებ დაგეგმილია სპეციალური კონფერენცია. შარშან შანხაის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა. ჩინეთი საქართველოს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია. პირდაპირი ავიარეისების სიხშირისა და მიმართულებების ზრდამ, აგრეთვე ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებამ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში. ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების ზრდას ასევე ხელი შეუწყო მარკეტინგულმა კამპანიებმა, რომლებსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებსა და პროვინციებში ახორციელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე 2026 წლიდან ქვეყნის ტურიზმისა და კურორტების კოორდინირებული, მდგრადი და სტრატეგიული განვითარება იწყება
