პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს - „კონფლიქტების გაშუქება“ პრეზენტაცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს - „კონფლიქტების გაშუქება“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორ უნდა გააშუქოს კონფლიქტი ჟურნალისტმა, როგორ უნდა დაიცვას ეთიკური სტანდარტები და ობიექტურობა და რა ტექნოლოგიები შეიძლება, გამოიყენოს მუშაობის პროცესში? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს სახელმძღვანელო.
