მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღო
მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მიტროპოლიტმა შიომ ილაპარაკა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს საიუბილეო თარიღია - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა
