საფრანგეთის პოლიციამ ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი რელიკვიების ქურდობაში უშუალოდ მონაწილეობდა. ის ერთთვიანი თვალთვალის შემდეგ აიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატის ბედი, რომელიც ლუვრის აპოლოს გალერეიდან 19 ოქტომბერს მოიპარეს.
