დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი
ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და არ არის - დანიური წარმოების ინსულინი საქართველოშია, რაც იმას ნიშავს, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია. თუმცა პაციენტებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ მოიხმარენ, თუ ფრანგულ „აპიდრას“. მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, დანიურმა კომპანიამ „ნოვორაპიდის“ წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა ის ფრანგული კომპანიის პრეპარატით მაშინვე ჩანაცვლდა. ახლა ორივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
