ბრალდებული გიორგი გახარიას, „ჰერტის სკოლაში“ დასაქმება, მმართველი გუნდის შეფასებით პირდაპირი დასტურია, რომ ბიუროკრატები საქართველოში გახარიას მეშვეობით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდნენ
ბრალდებული გიორგი გახარიას, „ჰერტის სკოლაში“ დასაქმება, მმართველი გუნდის შეფასებით პირდაპირი დასტურია, რომ ბიუროკრატები საქართველოში გახარიას მეშვეობით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდნენ. სისხლის სამართლის ორ საქმეში ბრალდებული გერმანიაში სტიპენდიატი გახდა და მკვლევრის სტატუსი მიიღო. თვეების წინ საკუთარი სურვილით ქვეყნიდან გაქცეული, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს იკვლევს - ასეთია გახარიას საქმიანობა
