ნიდერლანდებში მატარებელი ხილით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა
ნიდერლანდებში მატარებელი ხილით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა. ავარიის მიზეზი ტრაილერი გახდა, რომელიც სიგრძის გამო სარკინიგზო შლაგბაუმთან მოხვევის მცდელობისას გაიჭედა, სრული სვლით მოძრავმა მატარებელმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწო. სატვირთოში მსხდომებმა ტრავმები მიიღეს. მატარებლის მგზავრები კი არ დაშავებულან.
                        
                    
                    
                    
                    
                