მიკერძოებული რეზოლუცია
ევრონესტმა, რომელიც სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობისთვის შეიქმნა, ბოლო სესიაზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, მუდმივი კრიტიკით გამორჩეულ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც კი შეშურდებოდა. ბევრ სხვა დეტალთან ერთად ტექსტში მმართველი ძალა თვითგამოცხადებულად არის მოხსენიებული. როგორც ხელისუფლების ლიდერები აცხადებენ, სწორედ ეს რეზოლუცია არის დიალოგისა და პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი და ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევრონესტის შექმნის პრინციპთან. ამიტომაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასეთი უსამართლო და არაობიექტური გარემოს პირობებში, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს, ვიდრე მის ფარგლებში არ დაბრუნდება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
