ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ
ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ. ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო დაიკავოს. თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი 2 პოზიციაზე იმუშავებს, მას ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალება და ასევე, ვალდებული იქნება, მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს. გარკვეული გამონაკლისებიც არსებობს, რომელთა შემთხვევაში, 1-წლიანი თანხმობის საფუძველზე, ადამიანმა ორ ან მეტ საჯარო დაწესებულებაში შეიძლება, იმუშაოს
