ბირთვული მასალა ურანის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
ბირთვული მასალა ურანის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 ათას დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში
